logo_geo
eng_logo
ილია მეორე: თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება
- +

11 ივლისი. 2016. 11:19


„იქმნება ისეთი იარაღი, რომ შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლე მოისპოს. ამიტომ წმინდანთა ლოცვა გვიშველის ჩვენ", - ბრძანა სრულიად საქარეთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.


„წმინდა კირიონ პატრიარქი მოწამეა. განსაკუთრებული დამსახურება აქვს მას საქართველოს წინაშე. იგი მოწამეობრივად აღესრულა და დღეს შევთხოვთ ამ ორ წმინდა მოწამეს კათოლიკოს-პატრიარქს და ღირს მამა გიორგი მთაწმინდელს, რომ მშვიდობა სთხოვოს საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის. მშვიდობა და ურთიერთგაგება. თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება. ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან. არა მარტო მიდის, იხედება უფსკრულში. ღმერთმა დაიფაროს ის.

 

იქმნება ისეთი იარაღი, რომ შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლე მოისპოს. ამიტომ წმინდანთა ლოცვა გვიშველის ჩვენ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ლოცვა და კირიონის ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა პატრიარქმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner