logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მალე გაიგებს საზოგადოება, ოპოზიციასთან დიალოგში ვის მხარე იყო სიმართლე და ვის უყვარს სამშობლო
- +

12 მარტი. 2021. 18:33

 

„პირდაპირი მოწოდებაა, რომ შეეშვან აკვიატებულ აზრებს და ოპოზიცია მივიდეს დიალოგზე იმ განწყობით, რომ შედეგი დადგეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტების ჯგუფში არის არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ ხელს უშლიან შეთანხმების მიღწევას. ახლაც ასე დგას საკითხი, რომ ეს ჯგუფი მძლავრობს ჩვენ ოპოზიცურ ფლანგზე და სწორედ ამიტომ არის მაღალი დონის ჩარევა მნიშვნელოვანი, რომ ახლა ყველამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს მაღალი დონის ჩარევა ოპოზიციასთან მოლაპარაკებაში, რადიკალურად განწყობილ ძალას გაანეიტრალებს.

 

„ადრე თუ გვიან გაიგებს ჩვენი მოსახლეობა, რა პოზიციები ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რა პოზიცია - ოპონენტებს და მიხვდებიან, ვისკენ იყო სიმართლე და სამშობლოს სიყვარული. იგივე „გირჩი“ და „მოქალაქეები“ საუბრობენ, რა ხდებოდა მოლაპარაკებებზე და ვინ იყო მომხრე დიალოგის ჩაშლის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/191356/shalva-papuashvili-male-gaigebs-sazogadoeba-opozitsiastan-dialogshi-vis-mkhare-iko-simartle-da-vis-ukvars-samshoblo

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner