logo_geo
eng_logo
წინასწარი ინფორმაციით, სოფელ ვაჩიანში დედის და სამი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალება განზრახ ჩადენილი მკვლელობაა
- +

11 ივლისი. 2016. 11:44


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედის და სამი შვილის გარდაცვალება, წინასწარი ინფორმაციით, განზრახ ჩადენილი მკვლელობაა.


გარდაცვლილ 37 წლის ქალბატონს და მცირეწლოვან გოგონებს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგანით აქვთ მიყენებული, უმცროსი 5 წლის ვაჟი გაგუდულია.


შემთხვევა დაახლოებით ორი დღის წინ მოხდა. ცხედრები მეზობლებმა 10 ივლისს აღმოაჩინეს. სახლში მხოლოდ დედა და არასრულწლოვანი სამი შვილი ცხოვრობდა. ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.


გარდაცვლილებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და დღეს დილით სოფელში, ნათესავების სახლში გადაასვენეს.


ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. თავდაპირველ ვერსიად, ბუნებრივი აირის გაჟონვა დასახელდა, რომელიც გამოირიცხა. სამართალდამცავები ერთ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner