გუკა რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. პროკურატურასთან არც რჩეულიშვილის ადვოკატი გამოჩენილა.
გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზე იყო დაბარებული. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, მას თბილისის პროკურატურაში 13:00 საათზე ელოდებიან.
„ცენტრ-პოინტ აჭარის" საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ „თეთრ მაგნოლიას" უკავშირდება.