"იქნება თუ არა კახი კალაძე მერობის კანდიდატი, ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია კახი კალაძეზე”, - ამის შესახებ
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
“შეიძლება იყოს სხვა შემთხვევა, სურდეს ვინმეს პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს, არის სხვა შემთხვევა. კახი კალაძის დამსახურებიდან გუნდის წინაშე. კახი კალაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, კახი კალაძის პოზიციაზეა დამოკიდებული ეს საკითხი.
ეს არის ტაქტიკური საკითხი და როდესაც წინასწარ აკეთებ განცხადებას კანდიდატთან დაკავშირებით, გარკვეულ ფარდობით უპირატესობას უქმნი ოპონენტს, აქედან გამომდინარე ხდება ყოველთვის ისე, რომ კანდიდატის დასახელება ხდება არა 7 თვით ადრე, არამედ 2 თვით ადრე,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.