logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას გაიმართება
- +

11 ივლისი. 2016. 12:05


„ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას გაიმართება.



„ა კვირაში იქნება პარტიული სიის პრეზენტაცია. ამ კვირაშივე დაიწყება იმერეთის რეგიონის მაჟორიტარების წარდგენაც. საზოგადოება გაიგებს, ვინ რა უბანზე იქნება პასუხისმგებელი თავისი ხალხის წინაშე", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.



მისი თქმით, სიას პრემიერ-მინისტრი წარადგენს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner