“როგორც ყველა ვაქცინას და მედიკამენტს მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინასაც გარკვეული გვერდითი მოვლენები გააჩნია”, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„პირველი, მეორე და მესამე ფაზის დიდ პოპულაციაზე ჩატარებული კვლევები ეფუძნება იმას, რომ გამოარკვიოს ვაქცინის ეფექტურობა და კლინიკური უსაფრთხოება.
ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ 30 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევა... დღეის მონაცემებით, მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინა გამოყენებულია ბრიტანეთის 11 მილიონ მოქალაქეში და ამ ვაქცინით აიცრა ევროკავშირის 5 მილიონი მოქალაქე. ჯამში 16-მა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა ეს ვაქცინა ვიდრე ჩვენამდე მოვიდოდა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.