logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არ ვიწყებთ საგამოძიებო კომისიის ამოქმედებას, ველოდებით ოპოზიციის შემოსვლას პარლამენტში -
- +

13 მარტი. 2021. 00:56

 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის ამოქმედება, ჯერჯერობით, არ იწყება, რადგან ოპოზიციას ელოდებიან.

 

 

"ველოდებით ოპოზიციის შემოსვლას პარლამენტში, ამიტომ არ ვიწყებთ საგამოძიებო კომისიის ამოქმედებას. გვინდა, რომ ოპოზიციასთან ერთად ჩავხედოთ ამ ყველაფერს. როდესაც საუბარია, რაღაც ზოგადი ფრაზებით, მათ შორის, კონკრეტულ ანგარიშებში, ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და ა.შ შევიწავლოთ ეს ყველაფერი.

 

არის ერთ-ერთი ანგარიში, სადაც თავშივე წერია, რომ არის მოსყიდვის ფაქტები. თუ ჩაუღრმავდებით, არის 7 ფაქტი, სადაც 2 ეკუთვნის "ქართულ ოცნებას" და 5 ოპოზიციას.

 

საუბარია ერთ-ერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანოზე. თანხის გადაცემა არ ნიშნავს დადასტურებულ ფაქტს. ეს არის გამოსაკვლევი, ხო უნდა დადასტურდეს, რომ ამ ხუთი ლარის გადაცემა იყო ყოფითი გარემო პირობების გამო, ან მოსყიდვის გამო.

 

მნიშვნელოვანია, ამ მოსყიდვის ფაქტებს ჩავუღრმავდეთ, ვის ეკუთვნოდა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები და რა მოცულობაზეა საუბარი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner