„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებების პროცესში ამ პარტიას ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს, სპეკულაციას უწოდებს. ამის შესახებ, მან „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.
ეს პოზიცია დღეს სალომე სამადაშვილმა კრისატიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.
„ვინ უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებებზე ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, ეს ყველამ საკუთარი თვალით იხილა. დღეს იყო წარმოდგენილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა" მთელი ბლოკი შეხვედრაზე ბატონ დანიელსონთან. დანარჩენი არის ყველაფერი სპეკულაციები. სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობაში მყოფი პირი შეიძლება იყოს წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე. ამაზე საუბარი, ბუნებრივია, ზედმეტია.
ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ თემასთან დაკავშირებითაც და საკითხი ამ თემაზე, ბუნებრივია, არ დასმულა. ყველასთვის ნათელია ის, რომ თუ პირი იმყოფება პატიმრობაში, მისი დიალოგში ჩართვა ვერ იქნება ლოგიკური“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.