logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ნიკა ბასილაშვილს და მის გულშემატკივარ, გახარებულ და მხრებგაშლილ საქართველოს გაუმარჯოს!
- +

13 მარტი. 2021. 13:07

 

 

ბასილაანთ ბიჭო,  ძველი დრო გამახსენდა... თინეიჯერი  ნონა გაფრინდაშვილი რომ პარტიას გადადებდა და... მთელ საქართველოს არ ეძინა,  გადადებულ პარტიას არჩევდა და... ნერვიულობდა  ანგელოზი გოგონას გამარჯვების მოლოდინში... დილით,  „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს „ნონა რას შვებათი“ ვესალმებოდით... ეს ჯანსაღი საზოგადოება გახლდათ.

 

მგონი, შენი ბოლო წარმატებების გამო, ის დრო დაბრუნდა. დრო, როცა უფრო სიყვარული მართავდა ჩვენს ემოციებს და არა სიძულვილი..

 

ოქრო ბიჭო, შენ უკვე ჩვენ თვალში გმირი ხარ. საკუთარ თავზე და ბოღმიან ნაბიჭვრებზე გამარჯვებული ახალგაზრდა კაცი. ამ მაგალითისთვის და ჩვენი სიხარულისთვის მადლობა.

 

 მაგრამ ხვალაც თუ გაიმარჯვებ,  მაშინ ორგზის გმირი იქნები. შენი წარმატებით წესიერ და გულწრფელ საქართველოს უკიდეგანოდ რომ გაახარებ, ეს ნაღდია.

 

მაგრამ, კიდევ ერთ სიკეთესაც თუ  გააკეთებ, სულაც ხელის გულზე გატარებთ: მიდი, ბოლომდე  მიაწექი და ხმა ჩააკმედინე ბოღმიან და შურიან ტიპაჟს, საკმაოდ რომ მომრავლდა ამ ქვეყანაში და რომელსაც შენი კი არა, სრულიად საქართველოს არცერთი გამარჯვება არ აბედნიერებს.

 

ჰოდა, ნიკა ბასილაშვილს და მის გულშემატკივარ,  სიამაყით სავსე, გახარებულ და მხრებგაშლილ საქართველოს გაუმარჯოს!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner