logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ვაპირებ ჭიათურის ოლქში კენჭისყრას და გამარჯვებას!
- +

11 ივლისი. 2016. 12:41


პარლამენტის წევრმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნოდ „ეროვნული ფორუმის" გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. მიროტაძის განცხადებით, ის ჭიათურის მაჟორიტარულ ოლქში აპირებს კენჭისყრას, ხოლო „ეროვნული ფორუმის" საარჩევნო პროგრამა და სია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


„ვაპირებ ჭიათურის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას და გამარჯვებას. ვიბრძოლებ ბოლომდე. ყველას ვუთხარი, რომ ჯანსაღ კონკურენციაში მზად ვარ, მივიღო გამარჯვებაც და დამარცხებაც.

„ეროვნული ფორუმი" უახლოეს დღეებში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. ასევე მალე  მაჟორიტარი კანდიდატების სიას წარმოვადგენთ. მაჟორიტარი კანდიდატი  ყველა საარჩევნო ოლქში გვეყოლება",- განაცხადა მიროტაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner