logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურის განცხადება
- +

13 მარტი. 2021. 14:47

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ,  ჟურნალისტების კითხვების პასუხად, არაერთგზის განიმარტა, რომ საგამოძიებო სამსახური არ არის შესული ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში და არ ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მაინც გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ტელეკომპანიაში  საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს, რაც არის სიცრუე.

 

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არც ერთ მედიასაშუალებაში და არც ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში საგამოძიებო სამსახური არ არის შესული.

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ  მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner