logo_geo
eng_logo
ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს
- +

11 ივლისი. 2016. 12:56


თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს. ყველა მათგანი უცხოელია.



ისინი რამდენიმე დღის წინ, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში, „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებაში წევრობის" ბრალდებით დააკავეს.



28 ივნისს, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 3 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner