logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: არასასკოლო აქტივობების ზრდა სასწავლო პროცესისადმი მეტ დაინტრესებას გამოიწვევს
- +

11 ივლისი. 2016. 13:15


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სასკოლო განათლების სისტემაზე საუბრობს. ჯეჯელავას თქმით, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მეტი დრო იმისთვის, რომ იყვნენ ბავშვები, ეს ნიშნავს, რომ სკოლებში მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს არასასკოლო აქტივობები. მისივე თქმით, ეს მიდგომა მოსწავლეებს მეტად მისცემს შემოქმედებით გასაქანს და გაზრდის დაინტერესებას სასწავლო პროცესისადმი.


„ვფიქრობ და ვცდილობ, ჩემი კოლეგები, შიგნით სამინისტროში, მთავრობაში, მასწავლებლები და ექსპერტები დავარწმუნო იმაში, რომ განვიხილოთ ვარიანტი, რომ ბავშვისთვის უფრო საინტერესო გახდეს სასწავლო პროცესი. საბედნიეროდ, გვაქვს სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი ბავშვებს უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე სხვაგან. მასწავლებლებიც გვყავს ისეთი, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან. თვალწინ გვაქვს წარმატებული მაგალითები და ეს უნდა გავავრცელოთ სხვებზე. თუმცა, მე დაძალების მომხრე არ ვარ და პილოტირება და ცდა ყოველთვის მომწონს. მჯერა, რომ სკოლაში, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეში, მოთხოვნა-მიწოდების ამბავია. დღევანდელ ბავშვს უფრო მეტი ინტერნეტი, მეტი თამაში, მეტი ჯგუფური სამუშაო, უნდა მეტი საპროექტო უნდა, რომ თვითონ გააკეთოს რაღაცები. ამიტომ პირველი, რაც ჩვენ სკოლაში უნდა დავინახოთ, ეს არის არასასკოლო აქტივობების ზრდა. დღესაც არის წრეები და კლუბები, ჩვენ შევეცდებით, ხელი შევუწყოთ ამის განვითარებას. მაგალითად, დიდი სიამოვნებით ვნახავდი სკოლაში ჟურნალისტიკის წრეებს. იმ ბავშვებისთვის, ვისაც აინტერესებს, ეს როგორ კეთდება. ის კედლის გაზეთები, რომლებიც იყო საბჭოთა სკოლაში, სწორედ ეს გახლდათ. ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, „ბარსას" წრე რომ გავაკეთოთ, ბევრ სკოლაში დაინტერესდებიან. გვინდა, მეტი გასაქანი მივცეთ მათ შემოქმედებას. ამის დრო მათ არ ექნებათ, თუ ცოტა ნაკლებად დატვირთულები არ იქნებიან, ანუ დატვირთვა უნდა ვაკონტროლოთ. იმიტომ, რომ ზოგი მასწავლებელი თავის განსაკუთრებულ მოტივაციას გამოხატავს მეტ დატვირთვაში. მას ჰგონია, რომ 6 მაგალითის ნაცვლად 12-ს თუ დაავალებს, უფრო კარგად ისწავლის. ეს მიდგომა სწორი არ არის. ჩვენ უნდა შევეცადოთ, ბავშვებს ჰქონდეთ დრო, რომ იყვნენ ბავშვები. ასე, ისინი უფრო კარგ შედეგებს მიაღწევენ ყველაფერში", - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner