logo_geo
eng_logo
ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ჟანინ ანიესი დააპატიმრეს
- +

13 მარტი. 2021. 16:45

 

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ჟანინ ანიესი დააპატიმრეს. The Guardian-ის ცნობით, ქვეყნის ყოფილ მეთაურს ტერორიზმში, სახელმწიფოს ღალატსა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

 

ანიესის დაკავების ორდერი გვიან საღამოს ბოლივიის სპეცპროკურატურამ გასცა, რომელიც ანტიკორუფციულ საკითხებზე მუშაობს. წაყენებულ ბრალდებას დაკავებული ექსპრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს და ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

 

ხმაურიანი საქმის ფარგლებში პროკურატურამ საერთო ჯამში დაკავების 10 ორდერი გაცსა. ექსპრეზიდენტის გარდა საქმის ფიგურანტები მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა, იუსტიციისა, თავდაცვისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრებიც არიან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner