კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაიგზავნა. პირველ ეტაპზე Astra Zeneca-ს 1,900 დოზა კახეთში ჩაიტანეს.
რეგიონში სრულად მობილიზებულია რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სადაც Astra Zeneca სპეციალურ მაცივრებში დასაწყობდა, ორშაბათიდან კი იმუნიზაციის პროცესი თელავის რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალით დაიწყება და ეტაპობრივად სხვა კლინიკებსაც მოიცავს.
კახეთში, COVID-19-ზე აცრა რეგისტირებული 13 დაწესებულების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ, მათ შორის თელავის ოთხი და საგარეჯოს სამი კლინიკის 1,500-მდე მედიკოსს.
AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს.