ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების გადაწყვეტილება შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
ჰანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ოქტომბერში მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებას ყველაზე გვიან ოქტომბერში მივიღებთ", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.