logo_geo
eng_logo
ყაზახეთში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ოთხი ადამიანი
- +

13 მარტი. 2021. 18:47

 

ყაზახეთში სამხედრო თვითმფრინავმა „ან-26“-მა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ალმათის აეროპორტთან ჩამოვარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, ორი კი დაშავდა. დაშავებულები რეანიმაციაში იმყოფებიან.

 

თვითმფრინავი ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის საავიაციო სამსახურს ეკუთვნოდა.

 

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავმა კატასტროფა დაშვების დროს განიცადა.

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენის განკარგულება გასცა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner