ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 119 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 119 187 414 შემთხვევა გამოვლინდა, 2 641 763 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 67 495 223 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 29 348 101 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 532 593 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.