logo_geo
eng_logo
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგის დროებით შეცვლაზე განცხადებას ავრცელებს
- +

11 ივლისი. 2016. 13:47


ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება. შესაბამისად, 12 ივლისიდან,  საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს: კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N3, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან  გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით  განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე. 


ბარნოვის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები კი პეტრიაშვილის, გოგებაშვილისა და მაყაშვილის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან.


შანიძისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა  ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეები გადაადგილებას დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner