პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, გომის მთაზე 10-საათიანი სამაშველო ოპერაციის გამო მადლობა გადაუხადა.
„არ შეიძლება მადლობა არ გადავუხადო მაშველებს, რომელთაც გომისმთაზე, ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში გადაარჩინეს სამი ახალგაზრდა, რომლებიც თოვლსა და უამინდობაში იყვნენ დაკარგულები. ისინი, მართლაც, ჩვენი დროის გმირები არიან და მინდა პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.