logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკურ პარტიებს მართლმსაჯულება ვერ შეუთანხმებს, როდის რა სხდომა გამართოს
- +

13 მარტი. 2021. 22:05

 

 

მართლმსაჯულება პოლიტიკურ კალენდარზე ვერ აეწყობა, თუ ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვქონდეს. პოლიტიკურ პარტიებს მართლმსაჯულება ვერ შეუთანხმებს, როდის რა სხდომა გამართოს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ნიკა მელიას ჰქონდა ყველანაირი სივრცე, რომ კონსტრუქციულ დღის წესრიგში ემუშავა და თუ მის კოლეგებს და ოპოზიციას რამე გადაწყვეტილების მიღება სურდათ, ამას მართლმასჯულებას ნუ დააბრალებენ. მართლმსაჯულებამ ნიკა მელია ერთხელ დატოვა პატიმრობის გარეთ, გირაოს მექანიზმით. მეორედ - როცა მოიხსნა სამაჯური და გადააგდო ხალხში, მაშინაც არ დაუპატიმრებიათ. ამის შემდეგ მონაწილეობდა ძალადობრივ შეტევაში ცესკოს ოფისზე. ამის შემდეგაც რჩებოდა გარეთ. დღესაც, პროკურატურას განცხადება აქვს გაკეთებული, რომ პოლიტიკური პროცესს რომ არ დაუკავშირდეს მისი შემთხვევა, კიდევ აქვს საშუალება დაფაროს გირაო და გამოვიდეს გარეთ. რეალურად, დღესვე შეუძლია გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს გარეთ. ისეთი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, სადაც მოსამართლეები პოლიტიკურ პარტიებს უთანხმებენ, რა როდის განიხილონ?!“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.,

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner