logo_geo
eng_logo
დალია გრიბაუსკაიტე: პუტინს სურს, ძველი რუსეთი აღადგინოს, ეს არის მისი პარანოია
- +

11 ივლისი. 2016. 13:56


ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტე გამოცემა „Spiegel"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი „პუტინის პარანოიას" სერიოზულად უნდა აღიქვამდეს, რადგან რუსეთის ლიდერი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.



ლიტვის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებზეც განახორციელებს თავდასხმას.



პუტინის იდეაა, რუსეთის გავლენის ზონაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა დაიბრუნოს. მას სურს, ძველი რუსეთი აღადგინოს. ეს არის მისი პარანოია და ამას სერიოზულად უნდა აღვიქვამდეთ", - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner