logo_geo
eng_logo
ვენაში „ჰიტლერის აივანს“ გახსნიან
- +

14 მარტი. 2021. 10:41

 

ავსტრიის დედაქალაქში მნახველებისთვის ე.წ. „ჰიტლერის აივანს“ გახსნიან. ამის შესახებ ინფორმაციას „Welt“ ავრცელებს.

 

საუბარია ჰოფბურგის სასახლის ცნობილ აივანზე, რომლიდანაც ფაშისტმა დიქტატორმა 1938 წლის 15 მარტს ავსტრია გერმანიის შემადგენელ ნაწილად გამოაცხადა.

 

აივნის გახსნის ნებართვა ავსტრიის ისტორიის სახლის დირექტორმა მონიკა ზომერმა გასცა, რომლის თქმითაც, გადაწყვეტილება ისტორიული ობიექტის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესით იყო მოტივირებული.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/191575/venashi-hitleris-aivans-gakhsnian

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner