logo_geo
eng_logo
დენის დავითაშვილი: ვთხოვთ პრეზიდენტს, კანონპროექტს ვეტო დაადოს
- +

11 ივლისი. 2016. 14:09


მეცნიერებისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი წარმომადგენლობითმა საზოგადოებრივი საბჭომ, ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგიამ და პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე  დენის დავითაშვილმა „რეპორტიორის" პრეშკლუბში გამართულ ბრიფინგზე „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრეს. ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თხოვნით, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 24 ივნისს მიღებულ კანონპროექტს. დავითაშვილის განცხადებით, დარღვეულია კანონპროექტის მომზადების, განხილვის და მიღების მრავალი საკანონმდებლო ნორმა და პროცედურა.


„ამ კანონპროექტის მიღების შედეგად დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, კანონი „ნორმატიული აქტების მიღების შესახებ", კანონი „პარლამენტის რეგლამენტის შესახებ" და სხვა. ამიტომ უმორჩილესად ვთხოვთ პრეზიდენტს, ასევე მის მრჩევლებს, კარგად გაერკვეს ჩვენს მიერ მიწოდებულ, დასაბუთებულ მოთხოვნაში და არგუმენტირებული შენიშვნებით აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადოს",- განაცხადა დავითაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner