logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: თუ არჩევნების შედეგებით წარსულში დავბრუნდებით, ეს უკვე კატასტროფა იქნება
- +

11 ივლისი. 2016. 14:15


რეჟისორმა რობერტ სტურუამ „კვირის პალიტრასთან" ეროვნულ იდეაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  „უკან ვერ წავალთ... თუ არჩევნების შედეგებით წარსულში დავბრუნდებით, ეს უკვე კატასტროფა იქნება"



„ჩვენი ეროვნული იდეა დავკარგეთ... სად მივდივართ, რატომ, სად უნდა იყოს ჩვენი ნიში, რისთვის გავჩნდით ამ სამყაროში, რა უნდა ვუთხრათ სამყაროს ახლა? რაღაც როლი თუ არ გვაქვს, ე.ი. აღარ არსებობ!

 

მეფეები ცდილობდნენ, რომ თავიანთი მემკვიდრეები უფრო განათლებულები და სამართლიანები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეტყობა, იმ სკამს, სადაც ისინი სხდებიან, რაღაც ვირუსი აქვს, რომელიც წამლავს ადამიანს.

 

ჩემი რამდენიმე მეგობარი მინისტრის მოადგილედ დაჯდა, ერთ წელიწადში ვეღარ ვცნობდი. სხვა ადამიანი ხდებოდა. მაგალითად, „რიჩარდ მესამეში" მქონდა ასეთი ეპიზოდი, მაგრამ მერე მოვშალე: ყველაზე მკვეთრ ბრძოლაში შემოდიოდა სამი ტიპი. ერთს ეჭირა ტომარა, მეორეს - თოხი, მესამეს კიდევ რაღაც ნივთი... გლეხები იყვნენ. ფეხზე ეკიდათ, ვინ გაიმაჯვებდა: რიჩარდი, ჰასტინგი თუ ბეკინგემი. ისინი თავისთვის მუშაობდნენ და ცხოვრება გრძელდებოდა.

 

კომუნისტებმა ჩაიდინეს ყველაზე დიდი საშინელება, როცა შეეცადნენ, მოესპოთ ეს კლასი, რომელიც არის ცხოვრების მორალი - ვინც თესავს, ხნავს, თოხნის, ვინც დაკავშირებულია ბუნებასთან და ცხოვრების მუდმივ ციკლთან... ეს ისეთი საკითხებია, რაზეც არ შემიძლია პასუხის გაცემა. მეც ისევე დაბნეული ვარ, როგორც ყველა ქართველი.

 

უკან ვერ წავალთ... თუ არჩევნების შედეგებით წარსულში დავბრუნდებით, ეს უკვე კატასტროფა იქნება.

 

ყური მოვკარი, ილია მეორე ამბობდა, ცუდად რომ ხარ, შეიძლება სწორედ მაშინ მოვიდეს გადარჩენაო.  22 დეკემბერს იქნება ყველაზე დიდი ღამე, როგორც ახლა, 22 ივნისს იყო ყველაზე დიდი დღე. დიდი ღამეს ჰგონია, რომ გაიმარჯვა, აჯობა დღეს და ზეიმობს, 23- ში კი გრძნობს, რომ 1 წამი დააკლდა და მერე ნელ-ნელა ილევა. ეს, ეტყობა ცხოვრების კანონია და ჩემი პატარა მეტაფორა აღნიშნავს იმას, რომ ღამემ, რომელიც საქართველოს დასტრიალებს, კარგა ხანია, მიაღწია კულმინაციას და ახლა დაიწყება მისი დაპატარავება, შემცირება. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს", - ამბობს რეჟისორი რობერტ სტურუა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner