logo_geo
eng_logo
ბესარიონ სიმონიშვილი გურიის რეგიონში მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეხვდა
- +

14 მარტი. 2021. 13:17

 

სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს გრანტებს გადასცემს.

 

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, გურიის რეგიონში მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეხვდა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

საგრანტო პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ მთავარი მიზანი იძულებით გადაადგილებული პირების შემოსავლის ზრდაა.

 

https://imedinews.ge/ge/regioni/191606/besarion-simonishvili-guriis-regionshi-mtskhovreb-devnilebsa-da--ekomigrantebs-shekhvda

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner