logo_geo
eng_logo
გერმანიის ორ რეგიონში არჩევნები იმართება
- +

14 მარტი. 2021. 13:33

 

გერმანიის ორ რეგიონში, ბადენ-ვიურტემბერგისა და რაინლანდ-პფალცში რეგიონული არჩევნები იმართება. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ეს არჩევნები არის ტესტი კანცლერ ანგელა მერკელის პარტიისთვის სექტემბერში დაგეგმილი ფედერალური არჩევნების წინ.

 

არჩევნების წინ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ რეიტინგი კორუფციულმა სკანდალმა შეამცირა, რომლის გამო თანამდებობა კანცლერის ფრაქციის სამმა დეპუტატმა დატოვა. ისინი პირბადეების შესყიდვასთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს.

 

„ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“, რომელიც ამ დრომდე იმარჯვებდა ბადენ-ვიურტემბერგში, „სოციალ-დემოკრატებთან“ და ლიბერალური „თავისუფალ დემოკრატებთან“ დამარცხების საფრთხის წინაშეა.

 

ბოლო გამოკითხვებით, „ქრისტიან-დემოკრატების“ რეიტინგი შემცირდა რაინლანდ-პფალცშიც, სადაც მას „სოციალ-დემოკრატები“ უსწრებენ.

 

https://1tv.ge/news/germaniis-or-regionshi-archevnebi-imarteba/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner