logo_geo
eng_logo
მარტვილში ვაქცინაცია იწყება
- +

14 მარტი. 2021. 15:49

 

მარტვილი მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის  300  დოზა მიიღეს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სპეციალურ მაცივრებში განათავსეს.

 

COVID-19-ის ინფექციის შესაჩერებლად და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფისთვის  ვაქცინაცია ეროვნული გეგმის მიხედვით დაიწყება.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციას 17 მარტიდან  სამედიცინო ცენტრი „მკურნალი“ და  „ევექსის“  მარტვილის ჰოსპიტალი განახორციელებს.  პირველ ეტაპზე განსაზღვრულია მედპერსონალის ვაქცინაცია.

 

„AstraZeneca/Oxford“-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში 13 მარტს მიიღეს.

 

ვაქცინაციის პროცესს მონიტორინგს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაუწევს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner