logo_geo
eng_logo
ესპანეთში უმსხვილესი ნარკოდაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს
- +

14 მარტი. 2021. 16:16

 

ესპანეთში უმსხვილესი ნარკოდაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რეიდების შედეგად ამოღებულია 600 კილოგრამი კოკაინი, იარაღის არსენალი და 700 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული. ასევე, აღმოჩენილია 20 ძვირადღირებული ავტომობილი, მათ შორის 250 ათასი ევროს ღირებულების წითელი „ფერარი“.

 

გამოძიების ინფორმაციით, ეს მადრიდში კოკაინით მოვაჭრე უმსხვილესი დაჯგუფებაა, რომლის ლიდერი მაროკოდანაა. დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა ნარკოკარტელებთან კოლუმბიაში, მაროკოში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.

 

https://1tv.ge/news/espanetshi-umskhvilesi-narkodajgufebis-winaaghmdeg-chatarebuli-specoperaciis-shedegad-12-adamiani-daakaves/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner