logo_geo
eng_logo
„Black Sea Arena“-ს 30 ივლისს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერა გახსნის
- +

11 ივლისი. 2016. 14:47


„Black Sea Arena"-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც ესწრება, განაცხადა, რომ „Black Sea Arena" 30 ივლისს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან tkt.ge-ზე გაიყიდება.



 „გრემის"ექვსგზის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.



აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე 12 ივლისს, დილის 9 საათზე დაიწყება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner