„Black Sea Arena"-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც ესწრება, განაცხადა, რომ „Black Sea Arena" 30 ივლისს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან tkt.ge-ზე გაიყიდება.
„გრემის"ექვსგზის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.
აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე 12 ივლისს, დილის 9 საათზე დაიწყება.