logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე: როდესაც, მოლაპარაკებები ახლოს იყო შედეგთან, სწორედ მაში ხდება ექსტრაორდინალური შემთხვევები
- +

14 მარტი. 2021. 23:22

 

„მოლაპარაკებების გადაწყვეტაზეა საქმე და ამ დროს ხდება ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება და მათ შორის ანონსდება, რომ სხვა ჩანაწერებიც შეიძლება იყოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განუცხადა.

 

სიუჟეტში საუბარია იმის შესახებ, რომ მოსახლეობას ფარული ჩანაწერები მიეწოდება არა როგორც შეუსწავლელი ან სავარაუდო მასალა, არამედ როგორც დადასტურებული ფაქტები, მაშინ როდესაც ჩანაწერები შესწავლილი არც არის.

 

ასევე, გამოთქმულია აზრი, რომ ფარულად და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები დიდწილად, კონკრეტული პოლიტიკური პროცესებისთვის დინების შეცვლის მიზნით ქვეყნდება. ასე მოხდა ბერა ივანიშვილის ჩანაწერის გამოქვეყნების შემთხვევაშიც.

 

„როდესაც, მოლაპარაკებები ახლოს იყო შედეგთან, წარმატებასთან, სწორედ მაში ხდებოდა ექსტრაორდინალური შემთხვევები. ეს არის მეთოდი, ახლაც, თუ შევხედავთ ჩვენ, სწორედ ასეა. გადაწყვეტაზეა საქმე და ამ დროს ხდება ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება და მათ შორის ანონსდება, რომ სხვა ჩანაწერებიც შეიძლება იყოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner