logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: ოღონდ ბავშვის გამეტებით ცემა და სიკვდილის მძიმე განცდა არ ყოფილიყო
- +

14 მარტი. 2021. 23:23

 

„ბრალდებულებს ეყოთ თავხედობა, ეგინებინათ დედისთვის და დისთვის. 9 თვეა, იხვეწება ოჯახი, ერთი ფაქტორი დამისახელეთ, რომელიც მათ უტყუარ ალიბის უყენებს ან გამორიცხავს მათ მოქმედებას, ან გვთავაზობს რაღაც საინტერესო ვერსიასო“, - ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ „იმედის კვირასთან“ გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე საუბრისას განაცხადა. დაღუპულის ბიძა და ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის განსაკუთრებით მძიმე გიორგისთვის სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებებით გამოწვეული ტკივილია.

 

„უპირობოდ იციან, რომ ვიღაც მხეცებმა ბავშვი გამეტებით სცემეს. ოჯახს დღემდეც კი სურვილი მოჰყვება, რომ ოღონდ ბავშვის გამეტებით ცემა და სიკვდილის მძიმე განცხადა არ ყოფილიყო. ეს ერჩივნა, რომ გამოეკიდნენ, გადავარდა ბავშვი ტრაგიკულად წყალში, დაისჯებიან გამომკიდებლები“, - ამბობს ნიკოლაძემ.

 

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

 

განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

 

მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა.

 

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner