logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პრემიერი: AstraZeneca-ს ვაქცინას უნდა ვენდოთ
- +

15 მარტი. 2021. 01:46

 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრების გაგრძელებაა საჭირო.

 

„ამ ეტაპზე AstraZeneca-ს ვაქცინას უნდა ვენდოთ და ვაქცინაცია გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაქცინაციის კუთხით შეყოვნება გვექნება, ფრანგები ნაკლებად დაცული იქნებიან და ჯანმრთელობის კრიზისი დიდხანს გაგრძელდება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ჟან კასტექსმა ასევე განმარტა, რომ საფრანგეთში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება იმიტომ არ შეჩერდა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

 

12 მარტს, ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია უშუალოდ AstraZeneca-ს ვაქცინით ვაქცინაციამ გამოიწვია.

 

მათივე განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner