logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ბუნებრივია, დარგული ხეების გარკვეული რაოდენობა ხმება
- +

11 ივლისი. 2016. 15:10


თბილისის მერი დავით ნარმანია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ხეების გახმობის საკითხს გამოეხმაურა.  მისი თქმით, გამხმარია დარგული ხეების მცირე რაოდენობა, რაც ბუნებრივი პროცესია.


 

როცა ხეების დარგვა ხდება, იქიდან გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივია, ხმება, თუმცა მათი ჩანაცვლება ხდება მას შემდეგ, რაც ახალი სეზონი დადგება შემოდგომაზე. ის მცირე რაოდენობა, რაც გახმა, აუცილებლად ჩანაცვლდება, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტური უმეტესობა არის გახარებული. იქ, სადაც ჩასანაცვლებელი იქნება, აუცილებლად ჩანაცვლდება. ჩანაცვლება ჩვენ ყველა კონტრაქტით გვაქვს გათვალისწინებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner