logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: არაჯანსაღმა ძალებმა თავს უფლება მისცეს და გააჟღერეს მკრეხელური მოსაზრება, რომ „ასტრაზენეკა“ ცუდი ვაქცინაა
- +

15 მარტი. 2021. 13:18

 

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობის ნაწილის მხრიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოეხმაურა. ამ თემაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის დღეში“ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნაში არიან ანტივაქსერები, რომლებიც ნებისმიერი ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

 

„არაჯანსაღმა ძალებმა, უსინდისო ადამიანებმა თავს უფლება მისცეს და 13 რიცხვში, როდესაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა, ტელევიზიის ეთერებიდან გააჟღერეს მკრეხელური მოსაზრება, რომ ეს არის ცუდი ვაქცინა, რომ შეპირებული იყო სხვა ვაქცინის შემოტანა და შემოვიდა „ასტრაზენეკა“, რომელიც იწვევს რაღაც გვერდით მოვლენებს, რის გამოც ევროპის ქვეყნები მას არ იყენებენ. პირდაპირ მოუწოდეს ექიმებს და მოსახლეობას ამ „ექსპერიმენტში“ მონაწილეობა არ მიიღონ, ვინაიდან ეს არის მთავრობის მიერ თავისი ხალხის მორიგი დაღალატება. სამწუხაროდ, იქ 2-3 ექიმიც გამოჩნდა, რომლებიც გამოვიდნენ და თქვეს რომ ისინი უარს ამბობენ ამ ვაქცინით აცრაზე და მოუწოდებენ სხვებსაც, რომ უარი თქვან. ამაზე დიდი ტყუილი მე ბოლო პერიოდში არ მინახავს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner