დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ „Black Sea Arena"-ს გახსნაზე „ქართუ ჯგუფს" ჩამოჰყავს ამერიკელი პოპ-მომღერალი კრისტინა აგილერა. ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი გურიაში მდებარე არენას 30 ივლისს ეწვევა, კონცერტზე 9 500 მსმენელი შეძლებს დასწრებას.
ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე 12 ივლისს, დილის 9 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასები 50, 70, 80, 90 და 100 ლარი იქნება. მსმენელები 100 ლარად 2700-ადგილიან გოლდენ რიგში შეიძენენ ბილეთებს. ამას გარდა იქნება 600-ლარიანი VIP ადგილები. ბილეთის ფასები სივრცეების მიხედვით იქნება განაწილებული. ბილეთები ქართველ და უცხოელ მსმენელს თანაბრად დაეთმობათ.
კონცერტის ორგანიზატორების თქმით, „Black Sea Arena"-ზე ამ ზაფხულს უკვე 6 ღონისძიებაა დაგეგმილი, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მათ შორის იქნება სპორტული ღონისძიებებიც.