„საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების და გარდაცვლილების რაოდენობის მხრივ დღეს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ინგლისს, ამერიკას, გერმანიას, ავსტრიას, 41 ევროპულ ქვეყანასა და თვით ისრაელსაც კი“, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სტატისტიკური მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე რიგ სახელმწიფოში, სადაც ვაქცინაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
„ქვეყანამ, ქვეყნის ხელმძღვანელობამ, ვერტიკალმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჩვენ, კლინიკურმა ჯგუფმა და უპირველეს ყოვლისა გმირმა ექიმებმა, რომლებიც 100 კოვიდ-კლინიკაში დღე და ღამე მუშაობდნენ, შევძელით, რომ ვაქცინის გარეშე საქართველო მოგვეყვანა დღეისთვის უფრო კარგი მაჩვენებლებით, ავადობის უფრო დაბალი რიცხვით და სიკვდილობის უფრო დაბალი პროცენტით, ვიდრე იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც ვაქცინაციას 3 თვეა აკეთებენ. ეს არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.