logo_geo
eng_logo
თემურ მიქელაძე: აცრის შემდეგ არანაირი სიმპტომი არ მქონია და არც ველოდები
- +

15 მარტი. 2021. 19:26

 

„მე არანაირი სიმპტომი არ მქონია და არც ველოდები“, - ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ გრძნობს თავს აცრის შემდეგ.

 

 

„აცრის მიმართ ყოველთვის არის სკეპტიკური განწყობა, იმ დროს როდესაც მსოფლიოში ახალი ვაქცინა შემოდის. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მსოფლიოში ყოველთვის შეიძლება შეიქმნას ახალი ვაქცინა, შესაბამისად ამას გარკვეული დრო სჭირდება და აღმოჩნდება, რომ ყველა ახალი ვაქცინა ერთდროულად კარგად მოქმედებს.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ექიმმა ხელი შევუწყოთ ვაქცინის დანერგვას“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner