საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი საკუთარი ნახევრაძმის გარდაცვალების შემდეგ, 2015 წლის იანვარში ტახტზე ავიდა. რამდენიმე ხანში, მან საკუთარი განკარგულებით გააოცა არამარტო საკუთარი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო. განკარგულებაში საუბარია ფულად ჯილდოზე საჯარო მოხელეებიისთვის, პენსიონერებისთვის, სტუდენტებისთვის. საერთო ჯამში მეფემ მოსახლეობას 30 მილიარდი აშშ დოლარი დაურიგა.
უფრო მეტიც, დოკუმენტში წერია, რომ დაახლოებით 500 000 მოქალაქეს ეპატია ჯარიმის გადახდა. ამავე დოკუმენტის თანახმად, ციხეებიდან გათავისუფლდნენ უცხოელი პატიმრები და მათ გაუკეთდათ დეპორტაცია. თუმცა, მათ აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა.
განკარგულების თანახმად, მეფემ გამოყო 20 მილიარდი ახალი ობიექტების მშენებლობისთვის, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობა უზრუნველყოფილია სასმელი წყლითა და ელეტროენერგიით.
ასევე, საუდის არაბეთის მეფემ ქვეყანაში ყველა დარეგისტრირებულ ლიტერატურულ კლუბს, ნაციონალური საფეხბურთო ჩემპიონატის სუპერლიგის ყველა გუნდს 10 -10 მილიონი რიალი (დაახლოებით 2,65 მილიონი აშშ დოლარი), პირველი ლიგის გუნდებს 5-5 მილიონი რიალი (დაახლ. 1,325 მილიონი აშშ დოლარი) აჩუქა. მეფემ ფულადი საჩუქრები სოციალური დახმარების მიმღებ პირებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირსაც გადასცა.
გარდა ამისა, საერთო ჯამში საქველმოქმედო ფონდებმა მეფისგან 2 მილიარდი რიალი, ხოლო თითოეულმა პროფკავშირმა 10 მილიონი რიალი მიიღეს.
სალმან იბნ აბდულ აზიზ ალ საუდი ამბობს, რომ ის ცდილობს, განაგრძოს საკუთარი ნახევარძმის პოლიტიკა. მეფის თქმით, ის ვერანაირი ჯილდოთი ვერ შეძლებს მისი ხალხისთვის დამსახურების საკადრისი საზღაურის გადახდას...