logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: თანამდებობიდან გადადგომის კალენდარზე მე და პრემიერ-მინისტრი ჩამოვყალიბდებით
- +

11 ივლისი. 2016. 16:26


თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა, რომ როცა პრემიერთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველა ერთად გაიგებს.


 

თანამდებობიდან დატოვების საკითხზე განმარტება ძალიან ბევრჯერ მაქვს გაკეთებული. არ ვაპირებ თქვენთან ასეთ ფორმატში საუბარს. აღარ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება გითხრათ - დილა თენდება ამით, ღამე მთავრდება ამით. როცა მე და პრემიერი მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა ერთად გაიგებთ. კალენდარზე მე და პრემიერი ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner