logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციამაც კარგად იცის, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ქიმერა, მითი
- +

16 მარტი. 2021. 02:55

 

"მე კარგად ვიცი ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციები. მათი მანტრა, მათი ძირითადი მიდგომა არის ის, რომ შეუძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან შეიცვალოს ხალხის მიერ გამოხატული ნება, რაც გამოიხატა არჩევნების შედეგებში.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციამაც კარგად იცის, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ქიმერა, მითი“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

 

„იმ 6 პუნქტში არჩევნების შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ მინიშნებული, რომ არის მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი და იქ წერია "შესაძლო რიგგარეშე არჩევნები", რომელიც იქვეა მიბმული ადგილობრივ არჩევნებთან. ამის გარშემო რა კონფიგურაციით მოხდება შეთანხმება, მოლაპარაკების საგანია.

 

პარტიის პოლიტსაბჭოს ცალსახა გადაწყვეტილება, რამდენადაც ვიცი, არის ის, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ითხოვს ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს, რომ ხვალ გადავწყვიტოთ, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და მოდი დავნიშნოთ ახალი არჩევნები, ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არ არის გათვალისწინებული," -აცხადებს ხელაშვილი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner