logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: ზაფხულისთვის ავტობანით მისვლა საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი
- +

4 მარტი. 2016. 13:53



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ზაფხულისთვის ავტობანით მისვლა საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.



ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ზაფხულისთვის ორი სერიოზული მონაკვეთი დასრულდება. საუბარია თბილისიდან ერთი მხრივ, ხაშურამდე და მეორე მხრივ, სამტრედიის გავლით საჯავახოს ხიდამდე.

რამდენიმე პროექტზე დაგეგმვა 2-3 თვით გადმოიწია. ეს რთულია, რადგან როდესაც ხელშეკრულება გაფორმებულია, ჩვენ იურიდიული საფუძველი არ გვაქვს, დავაჩქაროთ. მაგრამ ეს მოლაპარაკებებით მოხდა. კონტრაქტორის ინტერესშიცაა, რომ ჩქარა დაამთავროს, რადგან უფრო მეტი მოგება რჩება ამ შემთხვევაში. რაც შეხება ახალ პროექტებს, რიკოთზე გვექნება 2 საპროექტო დეტალური დიზაინის ტენდერი გამოსაცხადებელი", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner