logo_geo
eng_logo
ლევან წიქარიშვილი: იშხანში მეფის ან ეპისკოპოსის სამარხი უნდა იყოს
- +

11 ივლისი. 2016. 17:03


ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფის წევრმა ლევან წიქარიშვილმა მოიპოვა იშხნის ტაძრის წარწერა, რომელსაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. როგორც წიქარიშვილმა „კვირის პალიტრას" განუცხადა, წარწერა ნაპოვნია იშხნის საკურთხევლის გვერდით მდებარე პატრა სამლოცველოში არსებული სამარხის კედლებზე.


„იშხნის რესტავრაციას თურქული მხარე აკეთებს და ტაძარში შეღწევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ბედად, იშხანში ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობისას მოვიპოვე ინფორმაცია საკურთხევლის გვერდით მდებარე პატარა სამლოცველოში არსებული სამარხის შესახებ.

სამარხი დაახლოებით 1,5 მეტრი სიმაღლისა და 2 მეტრზე მეტი სიგრძისაა, რომლის ოთხივე კედელზე წითელი საღებავით შესრულებული ჯვრები და წარწერებია. ასევე, ქართული წარწერების გარდა სამარხში ბერძნული და სომხური წარწერებიცაა და, რაც მთავარია, ახლავს შესრულების თარიღიც: „ქორონიკონსა სკთ". ჩვენი წინაპრები რიცხვებს ხომ ანბანით აღნიშნავდნენ, ასე რომ, „სკთ" 1009 წელს ნიშნავს. ამ წელს ტაოში გამეფდა გურგენ II მაგისტროსის შვილი, ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III",- განაცხადა წიქარიშვილმა.

 

წიქარიშვილმა აღნიშნა, რომ წარწერის გაშიფვრის შემდეგ გაირკვევა, ეკუთვნის თუ არა სამარხი მეფე გურგენს.

 

„წარწერის გაშიფვრის შემდეგ გაირკვევა. ამ ჯერზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ სამარხი ტაძრის იმდენად გამორჩეულ ნაწილშია, რომ საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი პირისა უნდა იყოს, ვთქვათ, მეფის ან ეპისკოპოსისა",- აღნიშნა წიქარიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner