logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ნუ სვამთ უხერხულ კითხვებს!
- +

11 ივლისი. 2016. 17:37


საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ფრაქციის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით პარტია უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებს.



რესპუბლიკელებმა" არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 27 მარტს მივიღეთ და ვთქვით, რომ კოალიციაში განვითარებული მოვლენების და ჩვენი გეგმების შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია წარსდგება როგორც რესპუბლიკური პარტია, საარჩევნო კოალიციისა და ბლოკის გარეშე. ასევე ჩვენ ვთქვით, რომ რესპუბლიკური პარტიის მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს. ყველა მათგანს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა დასასრულებელი. ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, რომ ვემსახურებით საქართველოს, სახელმწიფოს და არა კოალიციას ან რესპუბლიკურ პარტიას. ამ საქმეების დასრულებას სჭირდებოდა გარკვეული დრო. ვარშავის სამიტი საამისოდ ერთ-ერთ თარიღად იყო მოცემული. დანარჩენ დეტალებზე ძალიან მალე რესპუბლიკური პარტია, მისი ხელმძღვანელები ძალიან მკაფიო და ზუსტ განცხადებებს გავაკეთებთ. ეს არის დღეების საქმე, აღარ არის კვირების საქმე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 



ამასთან, მან „უხერხული" უწოდა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, თინა ხიდაშელმა შესაძლოა რესპუბლიკურ პარტიაში საქმიანობა არ გააგრძელოს და ამ პირობით დარჩეს თავდაცვის მინისტრად.


სხვა რამეც ხომ არ გაგიგიათ?! ოჯახური საქმიანობის შეწყვეტასაც ხომ არ აპირებს?! მისვამთ კითხვებს, რაზეც პასუხის გაცემა უხერხულია. ნუ სვამთ ისეთ კითხვებს, რომელსაც თავად თუ მოუსმენთ, ცოტა უხერხული მოსასმენიც კია", - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტების პასუხად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner