logo_geo
eng_logo
პროკურორი: სამწუხაროა, როცა გიორგი შაქარაშვილი აღარ არის ამქვეყანად მსჯავრდებულების ახლობლები კი გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თურმე უპატრონოდ დარჩნენ
- +

16 მარტი. 2021. 18:09

 

„სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი, პატარა ბიჭი აღარ არის ამ ქვეყანაზე, მას სიცოცხლე მოუსპეს მსჯავრდებულებმა და ისევ მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და მათი საახლობლო წრე ქუჩაში გამოდის, ისინი გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თურმე, უპატრონოდ დარჩნენ“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

 

„სასამართლომ ორივე მსჯავრდებულს 10 წელი და 6 თვე განუსაზღვრა, მაქსიმალური სასჯელი, რაც სასამართლოს შეეძლო განესაზღვრა, 12 წელი იყო, თუმცა, სასამართლომ შეასრულა თავისი ფუნქცია, გაითვალისწინა მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამიტომ გადაწყვეტილება სამართლიანია. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი, პატარა ბიჭი აღარ არის ამ ქვეყანაზე, მას სიცოცხლე მოუსპეს მსჯავრდებულებმა და ისევ მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და მათი საახლობლო წრე ქუჩაში გამოდის, ისინი გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თურმე, უპატრონოდ დარჩნენ. ისინი არ ფიქრობენ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე, რომელიც ამ ქვეყანაზე აღარ არის და ვერასდროს დაიბრუნებს თავისი დედა და ოჯახი მას“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

 

https://imedinews.ge/ge/samartali/192006/prokurori-samtsukharoa-rotsa-giorgi-shaqarashvili-agar-aris-am-qvekanaze-msjavrdebulebis-akhloblebi-ki-gamotqvamen-pretenzias-rom-turme-upatronod-darchnen

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner