logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: პრემიერი არა მხოლოდ თანამდებობას იმშვენებს, არამედ ქვეყანაში სიმშვიდის დამყარებაზე ფიქრობს
- +

4 მარტი. 2016. 13:54

 

„სამწლიანი შფოთის შემდეგ, პირველად მოგვეცა საშუალება, მშვიდად გავცნობოდით პრემიერის განცხადებას და კმაყოფილნი დავრჩენილიყავით იმ ფაქტით, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი არა მხოლოდ თანამდებობას იმშვენებს, არამედ ქვეყანაში სიმშვიდის დამყარებაზე ფიქრობს", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც კოალიციაში დაპირისპირებულ სუბიექტებს ეხებოდა. როგორც ცისკარიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისასალმებელია, რომ გიორგი კვირიკაშვილს დაპირისპირებული მხარეების მიმართ დაბალანსებული მიდგომა აქვს.  

 

„პრემიერის განცხადებაში არცერთი ფრაზა არ იკითხება სხვადასხვაგვარად. აქ არ არის ორაზროვანი გამონათქვამები. ერთადერთი, რაც ჩემთვის სიახლეა, არის ის, რომ ბატონი კვირიკაშვილი საჯარო სივრცეში გამოვიდა მუქარებით. არ არის ამ ადამიანის მახასიათებელი ზოგადად მუქარა. ის უმალ, თავად მოსპობს საბაბს ასეთი მუქარის და ვფიქრობ, უფრო დროული და განსხვავებული ფორმატის კომუნიკაცია დაპირისპირებულ სუბიექტებთან იქნებოდა უფრო მისაღები მისთვისაც და ეს შფოთიც უფრო მალე მოშორდებოდა ტელეკამერებს.

 

მისასალმებელია, რომ ამ განცხადებაში ძალიან ზუსტად არის დაბალანსებული პრემიერის მიდგომა დაპირისპირებული მხარეების მიმართ. ეს იყო უნიკალური განცხადება ქართული ხელისუფლებებისთვის. ვერ ვიხსენებ ასეთ მკაფიო და ყოვლისმომცველ განცხადებას. ეს არის ახალი სტილი, რომელსაც მივესალმები", - განაცხადა ცისკარიშვილმა.


აქვე ცისკარიშვილი „რესპუბლიკელებსა" და „ქართულ ოცნებას" შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი მაგალითები საქართველოს რეალობაში სიახლეა და ეს არის რეალური ვითარების აღიარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.


„ფაქტია, რომ შეხვედრის ყველა მონაწილე კმაყოფილია, ან ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რომ განსხვავებული აზრი დააფიქსიროს მედიასივრცეში. პირველი შედეგი, რაც ბატონი კვირიკაშვილის განცხადებამ მოიტანა, სრულად გასაგები არ არის კოალიციის სხვა სუბიექტებისთვის. ახალია ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობის შემოტანა მრავალკომპონენტიან კოალიციაში. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა რეალობის აღიარებისკენ", - განაცხადა ცისკარიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner