logo_geo
eng_logo
რომის პაპი 1 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს
- +

11 ივლისი. 2016. 17:52


ვატიკანმა საქართველოსა და აზერბაიჯანში რომის პაპის ფრანცისკე პირველის ვიზიტის პროგრამა გამოაქვეყნა. რომის პაპი საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვა.


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასურულ-ქალდეური საზოგადოებისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდება.



1 ოქტომბერს  რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, მოგვიანებით კი მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.



2 ოქტომბერს ფრანცისკე პირველი ბაქოში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება. 2 ოქტომბრის საღამოს რომის პაპი ვატიკანში დაბრუნდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner