logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: პრემიერის განცხადება რომ 2024 წელს ჩატარდება არჩევნები, მიღებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან
- +

16 მარტი. 2021. 23:58

 

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპა ქართულ პოლიტიკურ ძალებს საპარლამენტო პლურალიზმისკენ მოუწოდებს.

 

"ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მოწოდება, რომ ბოიკოტი არ არის ევროპული ცივილიზებული ფორმა, რომელიც არის დამახასიათებელი ევროპული პლურალისტული საზოგადოებისთვის და პარლამენტისთვის.

 

დღევანდელი განცხადება, რაც არჩევნებთან დაკავშირებით იყო, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები რომ ბოლო ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალი და იყო კონკურენტულ გარემოში ჩატარებული და ის შეფასებები, რომელიც მოჰყვა სამონიტორო ორგანიზაციების მხრიდან და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს და პრემიერის მიერ გაჟღერებული განცხადება, რომ ჩვენ მივყვებით პოზიციას, რომ 2024 წელს ჩატარდება არჩევნები, ეს არის მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner